​კორონავირუსით დაღუპულ ექიმს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს - დაავადებათა კონტროლი 

07 თებერვალი 2020, 12:05 1556 ნახვა

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოველდღიური ბრიფინგზე ის ექიმი გაიხსენეს, რომელმაც კორონავირუსთან დაკავშირებით განგაშის სიგნალი პირველმა ატეხა. ცენტრის თანამშრომლებმა, ქართველმა ექიმებმა და ჟურნალისტებმა ლი ვენლიანგს წუთიერი დუმილი მიაგეს.

"სამწუხაროდ დაიღუპა ექიმი, რომელმაც პირველმა ატეხა განგაშის სიგნალი დეკემბერში ამ ვირუსთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ექიმი, რომელიც უხანის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა და მან შეამჩნია, რომ იყო უცნობი  რესპირატორული ინფექციის ნიშნები. ის სამწუხაროდ დაიღუპა და მოდით მას ვინც პირველ ხაზზე იყო და თავისი სიცოცხლე შესწირა ამ დაავადებასთან ბრძოლას წუთიერი დუმილი მივაგოთ"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანგი გუშინ, 6 თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა. ვირუსი მას სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში