სოციალური ქსელის და თავად ლაგოდეხის მერის რეაქციები დამუშავებულ ფოტოზე

07 თებერვალი 2020, 17:08 7820 ნახვა

ლაგოდეხის მერმა ქალაქში მიმდინარე სამუშაო პროცეს ვერ მიუსწრო და იმ კონკრეტულ ადგილზე ფოტოშოპით ჩაასმევინა თავი. ოღონდ ფოტოშოპი სწორად ვერ გამოიყენეს და მერი ფოტოზე მდებარე სახლზე დიდი გამოვიდა. 

სოციალური ქსელი მომხმარებლების ფანტაზია საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა, მსოფლიო მოიცვა, დედამიწას გაცდა და მთვარეს მისწვდა. 

ლაგოდეხის მერმა კი "პუბლიკა"-სთან ინტერვიუში თქვა, რომ  მოხარულიც ვარ, რომ ჩემმა ფოტომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გადაფარა ,,ბევრი სხვადასხვა ვერსია ვიხილე, ზოგან პლაჟზე, ზოგან – სუპერგმირების ტანსაცმელში“

როგორც ცნობილია, ამ ბოლო დროს, სოციალური გიგანტები ფოტოშოპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოებს უახლოეს პერიოდში ქსელი ამოიცნობს და მას, როგორც ყალბ კონტექს ისე აღიქვამს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქსელი არა, ყალბი კონტექტის აღმომჩენი ფეისბუქის ქართველი მომხმარებლები აღმოჩნდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში