სამოქალაქო აქტივისტების აქცია - პროკურატურასთან შოთაძის ფიტული მიიტანეს

07 თებერვალი 2020, 18:07 1249 ნახვა

ერთი ნაბიჯი მთავარ პროკურორობამდე. ირაკლი შოთაძე უწყების ხელმძღვანელის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატია. მიუხედავად საზოგადოების მწვავე პროტესტისა საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მას ნდობა გამოუცხადა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატად მის დასახელებას, პირველივე დღიდანვე მოჰყვა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი. ბუნებრივია, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურასთან პროტესტის გამოსახატად საზოგადოების ნაწილი ისევ შეიკრიბა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში