ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა

08 თებერვალი 2020, 11:03 1609 ნახვა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 722-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 34 546-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში