დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ნაწილი უშუქოდაა - მოქმედებს საგანგებო შტაბები

08 თებერვალი 2020, 15:22 2808 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს და მუნიციპალიტეტებში შტაბები მოქმედებს. უხვმანალექმა პრობლემები, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შექმნა. მაღალი ზონის სოფლებში გზებს, ტექნიკა წმენდს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევარში სანაპირო ზოლში ისევ მოთოვს. ზღვაზე კი 5 ბალამდე შტორმი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყინვა ღამის საათებში გაძლიერდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს კოლხეთის დაბლობზე. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში