ჩინეთიდან სამშობლოში საქართველო 3 მოქალაქე ბრუნდება

09 თებერვალი 2020, 14:57 1368 ნახვა

საქართველოს 3 მოქალაქე ჩინეთიდან დღეს, დუბაის გავლით  დაბრუნდება.  კორონავირუსის საფრთხის გამო, მათ დახმარების თხოვნით საქართველოს დიპლომატიურ უწყებას თავად მიმართეს. ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, ისინი ვირუსზე შემოწმებას გაივლიან.

პარალელურად უხანში რჩება საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე. ჩინეთში, საქართველოს ელჩის განცხადებით, საქართველოს სხვა მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და უწყება მათთან მუდმივ კავშირზეა.

როგორც არჩილ კალანდია განმარტავს, ჩინეთში სანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით უპრეცედენტო ზომებია მიღებული. დიპლომატის განმარტებით, ჩინეთში მყოფ ზოგიერთ ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს და თუკი ისინი აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, საელჩო დაეხმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში