74-დღიანი ხანძარი ავსტრალიაში წვიმამ ჩააქრო

09 თებერვალი 2020, 18:05 2059 ნახვა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ ტყის ხანძარი ჩააქრო, ახლა კი წყალდიდობაა.  წვიმამ ჩააქრო ხანძარი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის შტატში 74 დღის წინ გაჩნდა და უკვე ქალაქ სიდნეის მიუახლოვდა. ამ დრომდე ხანძრის შედეგად 500 ათასი ჰექტარი დაიწვა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე უხვი ნალექი მოვიდა. წყალდიდობის გამო შტატის ხელისუფლებამ 6 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას სულ ცოტა 33 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში