,,ტორპედომ'' პირველი ტრანსფერები განახორციელა

10 თებერვალი 2020, 10:55 1856 ნახვა

ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო. რიონისპირულ გუნდში იტალიელი ინვესტორის, ფაბრიციო მანინოს მისვლით ფინანსური პრობლემები გადაიჭრა და გუნდმა ფეხბურთელების დამატების პროცესი დაიწყო.

„ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ირაკლი ძარია გუნდის შეუერთდა. ქუთაისურ კლუბში ასევე ითამაშებენ 23 წლის თავდამსხმელი ოთარ კობახიძე, 26 წლის შემტევი გიორგი ფანცულაია, 27 წლის მცველი ბაქარ მირცხულავა, 24 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი, 22 წლის მცველი ცოტნე ნადარაია,30 წლის გამიცდილი მცველი ლაშა კასრაძე და 20 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია.

გუნდის ახალი მწვრთნელის მიხეილ აშვეთიას თქმით გუნდმა არასრული შემადგენლობით უკვე გამართა პირველი ვარჯიში და კლუბში კიდევ ელოდებიან ახალ ფეხბურთელებს.

,, ვწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, 3-4 დღეში გუნდი თითქმის დაკომპლექტდება.  ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ. ვაზუსტებთ შეკრების საკითხსაც. დროის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, უცხოური შეკრება მოვასწროთ. ალბათ მაინც საქართველოში გავივლით’’. - განაცხადა კლუბის ახალმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ.

საქართველოს ეროვნული ლიგა 29 თებერვალს დაიწყება ,ხოლო ქუთაისელები 1 მარტს სტუმრად გორის ,,დილას’’ მიიღებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში