ბათუმში 400 ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიწოდება

10 თებერვალი 2020, 12:15 2222 ნახვა

400-მდე აბონენტს ბათუმში ბუნებრივი აირი არ მიწოდება. კომპანია "სოკარ ჯორჯიას" ინფორმაციით, დაზიანება არ არის მასშტაბური. ყინვის გამო, კონკრეტულ ლოკაციებზე, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე, ცალკეულ აბონენტებს შეუწყდათ გაზი, მათ შორის დიდ ნაწილს ღამით, როცა ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცა. 

"სოკარ ჯორჯიას" ინფორმაციით, ჯგუფები უკვე გასულები არიან ავარიული ადგილების შესასწავლად და დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღუდგებათ აბონენტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში