სამეგრელოში 12 ათასი ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

10 თებერვალი 2020, 15:41 1274 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ ჭითაწყარში 12,020 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში