დაკავება დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ბრალდებით

10 თებერვალი 2020, 12:01 1441 ნახვა

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს „ტექრეისერსის“ ფაქტობრივი მფლობელი დააკავა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

უწყების ინფორმაციით, თბილისის მერიის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვით 34 550 ლარით გაზრდილ ფასად 23 კომპიუტერი შეისყიდა  გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი,  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ტექრეისერსის“  დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით. დანაშაული 7 დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში