კახა კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო წელი არაფერ შუაშია და გიგი უგულავას დაკავება არ არის პოლიტიკური

11 თებერვალი 2020, 10:50 2241 ნახვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, კახა კალაძემ გუშინ, 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და გიგი უგულავას დაკავება ჩვეულებრივ სამართლებრივ პროცესად შეაფასა და  თქვა, რომ ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას ცდილობს. 

"საარჩევნო წელიწადი რა შუაშია, ეს არაფერ შუაში არ არის. თუ ადამიანს აქვს დანაშაული შესაბამისად კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება, რასაც ცდილობენ დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები. არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გაასამართლეს ერთი და იგივე საქმეზე. არ მინდა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში.

პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი," - აღნიშნა კახა კალაძემ. 

გუშინ, 10 თებერვალს, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. უზენაესი სასამართლოს ახლადანიშნული მოსამართლეების გადაწყვეტილებით, უგულავას 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, აქედან 6 წელი უგულავას მოხდილი აქვს და ციხეში სამ წელს გაატარებს.

გაერთიანებული ოპოზიციის შეფასებით, უკვე მოსამართლედ განმწესებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ხელისუფლების, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს ხელით გაუსწორდეს ოპოზიციას, ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელია და ამ რეჟიმთან ყველა სახის თანამშრომლობას წყვეტენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში