ასლან ლორთქიფანიძე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დაინიშნა

11 თებერვალი 2020, 12:05 1647 ნახვა

ასლან ლორთქიფანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის აპარატის უფროსი გახდა - ინფორმაციას მისი აჭარის საკანონმდებლო ორგანოში გადასვლის შესახებ, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში ადასტურებენ.  მანამდე იგი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლების შესარჩევ კომისიაში მუშაობდა. 

ასლან ლორთქიფანიძემ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. თქვა, რომ ტოვებს თანამდებობას, თუმცა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ორგანოში აპირებდა სამსახურის დაწყებას.

ასლან ლორთქიფანიძემ უმაღლეს საბჭოში ის თანამდებობა დაიკავა, რომელიც დავით გაბაიძემ 2016 წელს შექმნა. 2018 წლამდე ამ პოსტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, ზაურ ახვლედიანი იჭერდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ თანამდებობა ვაკანტური იყო.

ასლან ლორთქიფანიძე და კიდევ 4 წევრი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველების შესარჩევ კომისიაში დავით გაბაიძემ  შეარჩია. ამ კომისიის დაკომპლექტებას ცხარე დისკუსიაც მოჰყვა უმაღლეს საბჭოში, რადგან ოპოზიცია აპროტესტებდა კომისიის კონსულტაციების გარეშე შექმნას. 

მოგვიანებით, ოპოზიციამ გააპროტესტა ამ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები, რომლებიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველებად დასახელდნენ და თქვა, რომ კომისიაში პოლიტიკური გავლენები იგრძნობოდა. თავად ასლან ლორთქიფანიძეც იყო ბრალდებების ადრესატი და მას პასუხების გაცემაც მოუწია.  

პირველი კომისიის მუშაობის შემდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა, რომლებმაც თავის მხრივ ახალი დირექტორი აირჩიეს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში