მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია

11 თებერვალი 2020, 15:45 1515 ნახვა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში" ცვლილებებია. მათემატიკის, ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი და დიპლომით უდასტურდება, ზემოჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთის გავლა, ასეთ პედაგოგს მიეცემა უფლება ასწავლონ ზემოაღნიშნული საგნიდან რომელიმე. 

ცვლილებების შედეგად, ​მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:​

მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.

პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული  დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში