საქართველო მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC- ის უმასპინძლებს 

11 თებერვალი 2020, 16:43 1352 ნახვა

18 ივლისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” ლეგენდარულ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC-ის უმასპინძლებს.

Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა "I Want Your Love", "Le Freak", "Dance, Dance, Dance" და "Good Times".

მიუხედავად იმისა, რომ Nile Rodgers ძირითადად დისკოს და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილი კომპოზიციებმა პოპ მუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშეს. David Bowie, Diana Ross, Madonna და გლობალური მუსიკალური სივრცის სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-ის შექმნილი 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლია გაყიდული, რაც ძალიან კარგად აჩვენებს პოპ მუსიკის სამყაროში ამერიკელი არტისტის მნიშვნელობას.

ჯგუფის ბოლო ალბომი „It's About Time“ 2018 წელს გამოვიდა და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კოლაბორაციებს მოიცავს.

Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი.

"ბლექს სი არენას" ცნობით,  2020 წლის სეზონზე საკონცერტო დარბაზი არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ საიტსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში