გაერთიანებული ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს

11 თებერვალი 2020, 17:14 1640 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩის აქციას აანონსებს, მათი თქმით მასტაბური აქცია 4 აპრილს გაიმართება. განცხადება გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ​

ოპოზიციამ, რომელიც პროპორციული არჩევნების მოდელის ჩავარდნის შემდეგ, საარჩევნო სისტემის შეცვლის იდეით გაერთიანდა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მართავდა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. 

აერთიანებული ოპოზიციის სახელით, გუშინ, 10 თებერვალს, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და დაკავების შემდეგ, განცხადება გაკეთდა. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და გიგი უგულავასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი, სწორედ ამის მაგალითი იყო. ამიტომ ისინი ხელისუფლებასთან დიალოგს წყვეტენ,  რადგან მათი თქმით "ქართული ოცნება" დიქტატორულ რეჟიმად" ჩამოყალიბდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში