კალათბურთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ნაკრების კანდიდატები და ასისტენტები დაასახელა

12 თებერვალი 2020, 11:01 3022 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა. საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ქართველი კალათბურთელები შეკრებას 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებს. რაც შეეხება პირველ მატჩს ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 20 თებერვალს, შვეიცარიას დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრების 24 კანდიდატი დაასახელა. ნაკრებს ვერ დაეხმარება „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია , ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გოგა ბითაძეს და ამერიკული სტუდენტური ლიგის ქართველი კალათბურთელები. ზუროსის 24 კაციან სიაში მოხვდა ბათუმელი კალათბურთელი და ბათუმის საკალათბურთო კლუბის ახალგაზრდა წევრი ალექსანდრე ფევაძე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 24 კანდიდატის სია კი შემდეგია: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა დარბაიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე. სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, ზუროსის ასისტენტები იქნებია ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა.

საქართველოს ნაკრები 4 დღის განმავლობაში ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს. შემდეგ კი დასახელდება 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში – სერბეთს დაუპირისპირდება .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში