სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

12 თებერვალი 2020, 16:54 1735 ნახვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, ჩოლოიანი შეუძლოდ არის და ის მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში