თურქეთში ტრაილერი დააკავეს, რომელსაც საქართველოში 2 ტონა კანაფი შემოჰქონდა 

12 თებერვალი 2020, 15:57 38036 ნახვა

თურქული მედია "ანადოლის" ინფორმაციით, თურქეთში დააკავეს ტრაილერი, რომელიც საქართველოს მიმართულებით მოდიოდა. უცხონომრიანი სატვირთო მანქანა, კაფიკულეს საბაჟო პუნქტზე სარისკოდ იქნა მიჩნეული და იგი რენტგენული სკანირებაზე გადააგზავნეს.

დეკლარაციის მიხედვით, მანქანას სასუქის გადაჰქონდა, თუმცა სკანირების შედეგად, საეჭვო სიმკვრივის დადგენისთანავე, მანქანა გადაყვანილი იქნა გასაჩხრეკად.

ნარკოტიკული დეტექტორი ძაღლები მანქანაში არსებულ ზოგიერთ ტომარაზე რეაგირებდნენ, რომელიც ჩამოიღეს და მასში 2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი აღმოჩნდა. სულ  213 ტომარა.

რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მილიონ 220 ათას ლირას შეადგენს. სატვირთო ა/მანქანის უცხოელი მძღოლი დააკავეს. "ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ" - განუცხადა თურქულ მედიას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში