იური ლომაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ამირან შავაძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი

12 თებერვალი 2020, 23:23 2297 ნახვა

იური ლომაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ამირან შავაძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი

რომში ბერძნულ-რომაული სტილით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე,
იური ლომაძე ფინალში 72 კგ წონით კატეგორიაში გერმანელ ფრანკ შტებლერთან დამარცხდა ანგარიშით 2:6 და  ვერცხლის მედალს დაეუფლა.

60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან შავაძემ კი  გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი ჯამბულატ ლოკაევს სძლია  და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შეემატა. ჯამში ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია. 


გუშინ 130კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლევან არაბულმა,55 კგ-ში ბრინჯაო კი ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში