ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილმა 33 თანამშრომელმა სასმართლოში დავა მოიგო

13 თებერვალი 2020, 13:12 1823 ნახვა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგელოდ საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო. ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000 ლარი შეადგინა.

ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ. დავა ერთი წელია გრძელდება.

ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში