იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 

13 თებერვალი 2020, 20:14 1874 ნახვა

იაპონიის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა, რომ იაპონიაში კორონავურუსით პირველი ქალი პაციენტი გარდაიცვალა. 

80 წლის გარდაცვლილი მესამე ადამიანია მსოფლიოში, რომელიც ჩინეთის ტერიტორიის გარეთ დაიღუპა. 

პაციენტს ვირუსის სიმპტომები 22 იანვარს გამოუვლინდა. იგი 1 თებერვალს პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსი მას, გარდაცვალების შემდეგ დაუდგინეს.

ამჟამად იაპონიაში კორონავირუსის 248 შემთხვევაა დადასტურებული.  მათ შორის არიან საკრუზიო გემ „Princess Diamond”- ზე მყოფი მგზავრები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში