აქცია გამოსახლების პროცესის წინააღმდეგ

14 თებერვალი 2020, 11:47 1255 ნახვა

გორგილაძის 5 ნომერში მცხოვრებ სამ წევრიან  ოჯახს გამოსახლება ემუქრება. პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული. ოჯახს ვალი კერძოდ იპოთეკართან აქვს, რომელმაც სახლი აუქციონზე გაყიდა და ახლა ბინის დაცლას ითხოვს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადამიანი რომელმაც ბინა აუქციონზე იყიდა ადვოკატია და ადგილზე საადვოკატო ბიუროს გახსნას გეგმავს,რის გამოც დაზარალებულ ოჯახთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

გამოსახლების პროცესამდე მათ  მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან   აქცია მოაწყვეს

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში