45 დღეში 24 დარღვევა დაფიქსირდა - სეს-მა სკოლები და ბაღები შეამოწმა

14 თებერვალი 2020, 14:30 1916 ნახვა

2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დარღვევების მიუხედავად კრიტიკული შეუსაბამობა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

" სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“- ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლების შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში