დაატოვებინებენ თუ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობებს?

14 თებერვალი 2020, 20:19 1806 ნახვა

ამბავი რომელიც არცისე გრძელი ისტორიის გაგრძელებაა და ყველას ეხება, არამხოლოდ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს, არამედ ხალხს, რომელიც ფულს იხდის გავლენებისგან თავისუფალი მაუწყებლის არსებობისთვის. ის, რომ აჭარის ტელევიზია ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებული მედიაპლურალიზმის, თუ მედიის კუთხით ვითარების კონტექსტში ლაკმუსის ქაღალდად იქცა ეს ახალი არაა - ამაზე ბოლოს გავლენიანმა გამოცემამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაწერა, მანამდე კი არაერთ ანგარიშსა და დასკვნაში მოხვდა.

არაერთგზის ითქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა. საფრთხედ აღიქმებოდა სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტიც, რაც ამჟამად ალბათ გვერდზეა გადადებული. ახლა ცვლილებები სხვაგვარად ხორციელდება - დაწყებულია დისციპლინური წარმოება და შტატების გაუქმება. ეს ახლა პირდაპირ ეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს, რომელიც უკვე გააფრთხილეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ანუ ეხება მთელ რედაქციას. ამით აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები არ მთავრდება - მრჩეველთა საბჭოს წევრის გია ქარცივაძის თქმით დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს და თავს არიდებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის კეთებას. ვრცლად პასუხების მოსასმენად ჩვენ დღეს გიორგი კოხრეიძე დავპატიჟეთ გადაცემაში, მაგრამ იგი თვლის, რომ აჟიოტაჟი უადგილოა და წინასწარ სალაპარაკო არაფერია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში