თურქეთში ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

15 თებერვალი 2020, 18:02 1918 ნახვა

უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათ ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. უხანიდან გადმოყვანის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში ორკვირიანი კარანტინი გაიარეს. მათი ჯანმრთელობა, შესაბამისი კვლევებით, რამდენჯერმე გადამოწმდა.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა 42 ადამიანი პირველ თებერვალს წაიყვანა. ჩინეთიდან ევაკუირებულებს შორის საქართველოს სამი მოქალაქე იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში