ბათუმში ლიდერთა სკოლა გაიხსნა

16 თებერვალი 2020, 12:10 2340 ნახვა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ბათუმში,  მომავალ ლიდერთა სკოლა გახსნა.  პროექტი მიზნად, პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და მათ პროფესიულ ზრდას ისახავს.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებსა და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.

პირველ ეტაპზე, მომავალ ლიდერთა სკოლა 6 თვეს გაგრძელდება და 24 ტრენინგ-მოდულის ფარგლებში ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა: საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და  აქტივიზმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში