კორონავირუსის  საწინააღმდეგო  ვაქცინა ამერიკელმა მეცნიერებმა  შექმნეს

16 თებერვალი 2020, 15:35 2620 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ იანვრის შუა რიცხვებში, კორონავირუსის პათოგენზე წვდომიდან სამ საათში, ვაქცინის შექმნა შეძლეს. ინფორმაციას „ფოქსბიზნესი“ ავრცელებს. აღმოჩენა სან დიეგოს ლაბორატორიის მეცნიერებმა გააკეთეს. მეცნიერების თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანია, დაიწყოს ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რაც მათი პროგნოზით ზაფხულში იქნება შესაძლებელი.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პოლიცია მოსახლოებას ურეკავს და მათი მოგზაურობის ისტორიის შესახებ იღებს ინფორმაციას. გარდა ამისა, პოლიციელები მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობითაც ინტერესდებიან. ბოლო 24 საათში ჩინეთში ახალი კორონავირუსით 142 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოში კორონავირუსით 1 669 ადამიანია გარდაცვლილი. ჩინეთში ვირუსის 68 500, მთელს მსოფლიოში კი, 69 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში