მისისიპის შტატში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

17 თებერვალი 2020, 13:05 1951 ნახვა

8 ადამიანი დაიღუპა და 4  დაშავდა ამერიკის მისისიპის შტატში რეკორდული წყალდიდობის შედეგად.  სტიქიის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.  

მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, მისისიპის შტატში მდინარეები 11 მეტრით ადიდდა და  წყლის დონე მატებას ისევ განაგრძობს.  ბოლოს ამ რაიონში მდინარეები  1983 წელს ადიდდა.  

აშშ-ის დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში კოკისპირულ წვიმებსა და ძლიერ ქარს  მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში