აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეზე ''ვარსკვლავი გაუხსნეს''

18 თებერვალი 2020, 16:17 1682 ნახვა

“გირჩის” სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობა “20/30-იანელების” წევრებმა თბილისში, რუსთაველის თეატრთან ბიძინა ივანიშვილს ''ვარსკვლავი გაუხსნეს''. 

“ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა” - წერია დაფაზე, რომელზეც ვარსკვლავია გამოსახული. 

ვარსკვლავს ივანიშვილის სახელი-გვარი და მისი ხელისუფლებაში მოსვლის თარიღი აწერია, რომელიც უსასრულობის ნიშნით გრძელდება.

ყოფილი პრემიერი და ''ქართული ოცნების'' ლიდერი დღეს იუბილარია. ის 64 წლის გახდა.

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტებს ავრცელებენ სხვადსხვა ორგანიზაციები. 

„ძვირფასო ბატონო ბიძინა,

გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.
თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ'' - წერია მეცნიერებათა აკადემიის მიერ გავრცელებულ მასალაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში