თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

19 თებერვალი 2020, 10:51 1996 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად,  20 ცალი არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები  აღმოაჩინეს.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10 598 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს  სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10,598 ლარის ოდენობით შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში