საერთაშორისო ორგანიზაციები მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს უნდა დააკვირდნენ - ასმათ დიასამიძე

19 თებერვალი 2020, 11:20 1333 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა აჭარის მაუწყებლის შენობასთან განცხადება გააკეთა. ასმათ დიასამიძე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაწყებული დღემდე მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების ინტერესშია.

უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ გამოცხადებული კონკურსიც ფორმალობაა. ის ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მონიტორინგი გაუწიოს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.

ცნობილია, რომ დღის წესრიგში მესამე საკითხადაა ჩანიშნული საშტატო ერთეულების გაუქმება, რასაც ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ეწინააღმდეგება. 

 ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.

ცვლილება ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.

თითების თეატრში, სადაც სხდომა იმართება იმყოფებიან მესამე სექტორის წევრები, მაუწყებლის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 

დარბაზში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ და ცდილობენ რეპორტიორს მუშაობაში ხელი შეუშალონ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში