2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოება 2,7%-ით, ხორცის კი 9,5%-ით შემცირდა

19 თებერვალი 2020, 13:48 1223 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 864.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 425.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.0 პროცენტით ჩამორჩება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 14.8 პროცენტით შემცირდა და 740.8 ათას სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 141 ათასი სული იყო, რაც 13.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.1 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 11.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 91.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 546.9 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5 პროცენტით ჩამორჩება 2018 წლის შედეგს.

2019 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 20.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 67.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 148.7 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 605.5 მილიონი ცალი და 2018 წელთან შედარებით 4.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია 2014-2019 წლებში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების დინამიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში