19 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის 74 185 შემთხვევაა დაფიქსირებული

19 თებერვალი 2020, 13:58 1603 ნახვა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 19 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 74 185 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2000-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან განიკურნა  14 376 მოქალაქე. 

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის 18 თებერვლის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 73 328 შემთხვევა.  ჩინეთში 72 438, ჰონგ-კონგი 60, მაკაო 10.

გარდაცვალების 1 873 შემთხვევიდან 1 868 ჩინეთზე მოდის. 

ჩინეთის გარეთ კორონავირუსი 26 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ეგვიპტე 1, ტაილანდი 35, იაპონია 59, სინგაპური 77, ტაივანი 22, მალაიზია 22, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 31, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 9, ვიეტნამი 16, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 12, გერმანია 16, იტალია 3, გაერთიანებული სამეფო 9, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 15, კანადა 8, ავსტრალია 15.

კორონავირუსი დეკემბრის შუა რიცხვებიდან გავრცელდა. ეპიცენტრი უხანის პროვინცია იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში