დაცულ ტერიტორიებს 2020 წელს ერუშეთის ეროვნული პარკი შეემატება - მთავრობის გადაწყვეტილება

19 თებერვალი 2020, 14:19 1953 ნახვა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი. მთავრობის გადაწყვეტილებით,  ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, ერუშეთის ეროვნული პარკი დაარსდება, რომლის ფართობი 11 385 ჰა-ს შეადგენს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ერუშეთის პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ სერვისებში.

„ერუშეთის პარკის დაარსება ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივას აჩენს, დაახლოებით, 38 კილომეტრზე. ერუშეთის პარკი ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქოცხოვის აღკვეთილს. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების უნიკალური სახეობების შენარჩუნებისა და ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისათვის“, - განაცხადა საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა.

2019 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 70144 ჰექტარით (10,5 % -ით) გაიზარდა და ქვეყნის 9,6 % შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში