ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20 თებერვალი 2020, 10:34 2119 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მსხვერპლის საერთო რაოდენობა 2 118-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაინფიცირების ასეთი მცირე მაჩვენებელი ქვეყანაში 23 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გუშინ მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება მათ შორის იმ პაციეტებისგან, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში