"რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს რაიმე ფორმით ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში" - რუსეთი კიბერშეტევის ბრალდებას პასუხობს

20 თებერვალი 2020, 18:54 2472 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთზე კიბერშეტევის ბრალდებას პასუხობს და ამბობს რომ;

”ჩვენ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს რაიმე ფორმით ჩარევას საქართველოს შიდა აქმეებში ”- განაცხადა რუსულ მედიასთან საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

შეგახსენებთ:  ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. საიტებზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა წარწერით: ''მე დავბრუნდები''.

''კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში