საქართველოზე კიბერშეტევით რუსეთმა საერთაშორისო წესრიგი დაარღვია - პენტაგონი

21 თებერვალი 2020, 10:48 1501 ნახვა

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ ამერიკის თავდაცვის უწყებაშიც ეხმაურებიან. პენტაგონის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი გლისონი "ამერიკის ხმასთან" კომენტარში საქართველოს მხარდაჭერის პირობას დებს და რუსეთს საერთაშორისო წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს.

გაერთიანებულმა სამეფომ გაავრცელა განცხადება, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ქართულ საიტებზე, მათ შორის, მედიასა და სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – გრუ.

განცხადებები გაავრცელა ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც.ნორვეგიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში განხორციელებული კიბეროპერაციის გამო და აცხადებს, რომ ნორმების, წესებისა და პრინციპების პატივისცემა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიბერსივრცეში.

დანიის საგარეო უწყება კი ამბობს, რომ იზიარებს შეშფოთებას და რუსეთის აქტივობებს მავნებლურს უწოდებს, განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას გამოეხმაურა ჩეხეთიც. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორს, საქართველოს, კიბერთავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რათა ეფექტურად დაიცვას ქვეყანა მომავალი თავდასხმებისგან”, – წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი შინაარსის განცხადება პოლონეთმაც გაავრცელა. ფაქტი დაგმო ავსტრალიის მთავრობამაც.  ნიდერლანდების სამეფო კი აცხადებს, რომ იზიარებს საერთაშორისო პარტნიორების დასკვნას: ბრალდებებს უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში