ბათუმის საკრებულო ორ ფერად ტელევიზორს ყიდულობს

21 თებერვალი 2020, 13:38 2531 ნახვა

ბათუმის საკრებულო ორ ფერად ტელევიზორს ყიდულობს. ბათუმის მერიამ საკრებულოსთვის ტელევიზორების შესასყიდად 1400 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

LED ეკრანიანი, 16:9 ფორმატის თითო ტელევიზორის ღირებულება 700 ლარია. ერთი ტელევიზორი ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოთხში, მეორე კი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ სალუქვაძის კაბინეტში განთავსდება.

ბათუმის საკრებულოში ამბობენ, რომ ორივე ტელევიზორი მწყობრიდან იყო გამოსული და შეკეთებას არ ექვემდებარებოდა შესყიდვაც სწორედ ამიტომ გადაწყდა.

სატენდერო პირობების თანახმად, მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურება. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 მარტს სრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში