17 წლის ბიჭმა მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

21 თებერვალი 2020, 17:19 2119 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა მამას სანადირო თოფიდან ესროლა, მამაკაცი ადგილზე გადაიცვალა. შემთხვევა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მოხდა. არასრულწლოვანმა მამას საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების დროს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

უწყების ცნობით, ბიჭმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში