ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, ბათუმში 34 წლის მოქალაქე დააკავეს

22 თებერვალი 2020, 11:30 1757 ნახვა

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, ბათუმში 34 წლის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის ქმედებები ფარულად ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას კი 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღეს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში