ქართველი მეზღვაურების გატაცებისას გასროლის დროს არავინ დაშავებულა

22 თებერვალი 2020, 12:32 2481 ნახვა

„ქართველი მეზღვაურების გატაცებისას გასროლის დროს არავინ არ დაშავებულა"-   საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის თქმით, აქტიური კომუნიკაცია აქვს ქართულ მხარეს გემთმფლობელ კომპანიასთან, მისი თქმით ჰაერში მოხდა გასროლა. 

თამარ იოსელიანის განცხადებით ეკიპაჟის ქართველმა წევრმა, დაუდასტურა, რომ არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან  მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის  საქართველოს 4მოქალაქე. გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში