ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერეში გადაიყვანეს

22 თებერვალი 2020, 12:25 1237 ნახვა

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ექიმების ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში