უცხოელი სამხედროები სამთო  ტექნიკას ეუფლებიან

22 თებერვალი 2020, 15:14 1441 ნახვა

უცხოელი სამხედროები, ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით სამთო ტექნიკას ეუფლებიან. ბაკურიანში სამთო მომზადებას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის.

სამხედროები მაღალმთიან რელიეფზე თხილამურებზე სრიალს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას, თოვლში თავშესაფრის მოწყობას, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნასა და დაშავებულის ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს შეისწავლიან.

კურსი ტაქტიკურ მარშებსა და თოვლიან რელიეფზე მოწყობილ თავშესაფარში ღამის გათენებასაც ითვალისწინებს. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ, რის საფუძველზეც მათ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში