ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

22 თებერვალი 2020, 18:22 1328 ნახვა

ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევით, ინფექციურში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, 8 და 9 წლის ბავშვები დღესვე დატოვებენ კლინიკას.

ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს. მათ აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდათ. ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში