გაძვირდება თუ არა ბათუმში  პარკირების საფასური ?

22 თებერვალი 2020, 18:30 1791 ნახვა

გაძვირდება თუ არა ბათუმში  პარკირების საფასური ? - ორშაბათს გახდება ცნობილი.  ბათუმის მერი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის მიიღეს.

ადგილების სიმცირის მიუხედავად   „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ საკრებულოს პარკირების საფასურის გაზრდაზე უკვე მიმართა და მას სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით - თუ აქამდე ნახევარწლიან პარკირება 25 ლარი ღირდა, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში 45 ლარი გახდება. 15 ლარით იზრდება ასევე დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის საფასურიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში