ილია მეორე - 42 წელია მე ვარ სამიზნედ

23 თებერვალი 2020, 12:26 1784 ნახვა

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ" - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სტუმრებმა პატრიარქს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში. ილია მეორის თქმით, მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის და ხალხის სოფლებში დაბრუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში