ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის საკონკურსო დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულდა

23 თებერვალი 2020, 15:21 1545 ნახვა

ბათუმის გენერალური  გეგმის საკონკურსო დოკუმენტაციაზე მუშაობა  დასრულდა. მერიაში ამბობენ, რომ კონკურსი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ გამოცხადდება. ჯერ უცნობია საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, თუმცა ცნობილია, რომ  იგი  დარგის სპეციალისტებით, მერიისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტდება. 

ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის მომზადებას საზოგადოება უკვე წლებია ითხოვს, მოთხოვნას წინ  მოქალაქეებისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების არაერთი საპროტესტო აქცია და გამოსვლები  უძღოდა. ვინაიდან როგორც ისინი აცხადებდნენ, წლების განმავლობაში ქალაქში მშენებლობები ქაოსურად   და განაშენიანების წინასწარ განსაზღვრული რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში