აქცია-პერფომანსი აჭარის მაუწყებელთან

24 თებერვალი 2020, 11:53 1360 ნახვა

„ივანიშვილის ცენზორები“ - ამ წარწერებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და დირექტორის ფოტოები მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებმა მაუწყებლის შენობის წინ გამოფინეს.  

აქტივისტებმა, პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტი გადაიკრეს. ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება საზოგადოების კუთვნილ ტელევიზიაში, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს. შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არა რომელიმე პარტიას ან პირს, არამედ საზოგადოებას ეკუთვნის. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში