შეზღუდვა ირანიდან ავიარეისებზე

24 თებერვალი 2020, 09:39 1141 ნახვა

კორონავირუსის ეპიდ აფეთქების ფონზე, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ზუსტი დრო თუ როდის შესრულდება მორიგი სპეცრეისი საქართველოდან ირანის მიმართულებით, ამ ეტაპზე უცნობია. პირველი ცარიელი თვითმფრინავი საგანგებოდ ირანის მოქალაქეების სამშობლოში გადასაყვანად თბილისის საერთშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა და მალევე უკან გაფრინდა.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან ფრენების შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს. ოფიციალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში